თავში

ნიგერიაში ტყვეობიდან 53 ადამიანი გაათავისუფლეს

​ნიგერიაში ტყვეობიდან 53 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში ტყვეობიდან 53 ადამიანი გაათავისუფლეს

ნიგერიაში, ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ ხშირია შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა და მათი გატაცება.

გასულ კვირას, ნიგერიის ზამფარას შტატის ბუნგუდუს რაიონიდან, ბანდიტებმა 53 ადამიანი გაიტაცეს. მათ გასათავისუფლებლად, საქმეში შტატის პოლიცია და სამთავრობო ძალები ჩაერთნენ.

სპეცოპერაციის შედეგად, ყველა ტყვე უვნებლად განთავისუფლდა.

შტატის უშიშროების კომისარ - აბუბაქარ დაურანის თქმით, საჭიროა ყველანაირი ზომების მიღება, რათა შტატში მტკიცე და გრძელვადიანი სტაბილურობა იყოს.

ნიგერიის ტერიტორიას, სადაც თავდასხმები ხდება,  ჯიჰადისტური დაჯგუფებები აკონტროლებენ. მათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან - "ალ ქაიდასთან" და "ისლამურ სახელმწიფოსთან" აქვთ კავშირი.

შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 2018 წლიდან ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი მოკლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system