თავში

ნიგერიელი მიგრანტი მუშა ლიბიაში ცოცხლად დაწვეს

ნიგერიელი მიგრანტი მუშა ლიბიაში ცოცხლად დაწვეს
ნიგერიელი მიგრანტი მუშა ლიბიაში ცოცხლად დაწვეს

ლიბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქ ტრიპოლის ერთ-ერთ ქარხანაში სამი ადამიანი შეიჭრა, რომლებმაც ნიგერიელ მიგრანტ მუშას ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს. ამის შესახებ CNN წერს.

"ქვეყანაში კიდევ ერთი უაზრო დანაშაული მოხდა მიგრანტების წინააღმდეგ, ახალგაზრდა კაცი ცოცხლად დაწვეს. თავდამსხმელებმა პასუხი უნდა აგონ", - განაცხადეს გაერო-ში.

ტრიპოლის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული სამივე პიროვნება დაკავებულია. 

ოფიციალური ინფორმაციით, ომისგან განადგურებულ ლიბიაში ლტოლვილებსა და მიგრანტებს მტრულად ეპყრობიან. 

ლიბიაში ლტოლვილთა და მიგრანტთა ძალადობისა და მკვლელობის ეს ფაქტი პირველი არ არის. გასულ თვეში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს, გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც დეტალურად აღწერილია, რომ ლიბიაში ლტოლვილებისა და მიგრანტების მიმართ, უკანონო მკვლელობები, გაუჩინარებები, წამება და გაუპატიურება მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system