თავში

ნიგერიის ხელისუფლებას "ტვიტერის" მომხმარებელთა დევნა აუკრძალეს

​ნიგერიის ხელისუფლებას "ტვიტერის" მომხმარებელთა დევნა აუკრძალეს
ნიგერიის ხელისუფლებას ტვიტერის მომხმარებელთა დევნა აუკრძალეს

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური საზოგადოების სასამართლომ (ECOWAS) ნიგერიის ხელისუფლებას სოციალური ქსელ "Twitter-ის" მომხმარებლების სისხლისსამართლებრივი დევნა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ TV360 ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება ეხება სხვადასხვა სანქციების გამოყენებას ან შევიწროებას, დაშინებას, დაპატიმრებებს და ა.შ. გადაწყვეტილება ნიგერიის 176 მოქალაქის სარჩელის განხილვის დასრულებამდე იქნა მიღებული, რომლებიც ქვეყანაში სოციალური ქსელის დაბლოკვის გაუქმებას მოითხოვდნენ.

”ნიგერიაში Twitter-ის მუშაობის უკანონო შეჩერებამ, ნიგერიელების და სხვა ადამიანების კრიმინალიზაციამ, რომლებიც Twitter-ს იყენებენ, ადამიანის უფლებების მიმართ რეპრესიები გააძლიერა და უკანონოდ შეზღუდა მათი გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მედიის თავისუფლება", - აღნიშნულია სარჩელში.

ცნობისთვის, ივნისის დასაწყისში ნიგერიის მთავრობამ "Twitter" ქვეყანაში "განუსაზღვრელი ვადით" აკრძალა. აკრძალვა ნიგერიის პრეზიდენტის მუჰამედ ბუხარის "ტვიტის" წაშლის შემდეგ ამოქმედდა.

ამ "ტვიტში" ნიგერიის ლიდერი იმუქრებოდა, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის მაცხოვრებლებს "გაუმკლავდებოდა", ის რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებში ადანაშაულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system