თავში

ნიგერიის სკოლიდან გატაცებული 300-ზე მეტი მოსწავლე გაათავისუფლეს

​ნიგერიის სკოლიდან გატაცებული 300-ზე მეტი მოსწავლე გაათავისუფლეს
ნიგერიის სკოლიდან გატაცებული 300-ზე მეტი მოსწავლე გაათავისუფლეს

ნიგერიის კაცინას შტატის ერთ-ერთი სკოლიდან გატაცებული 344 მოსწავლე გაათავისუფლეს და ისინი მალე საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბრის ღამეს რადიკალი ისლამისტები სკოლა-ინტერნატს დაესხნენ თავს. თავდასხმის შემდეგ, 333 მოსწავლე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დანარჩენმა ბავშვებმა ახლომახლო ტყეში დამალვა მოახერხეს, შემდეგ კი სკოლაში და ნათესავებთან დაბრუნდნენ.

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით, კაცინას შტატში ბიჭების სკოლიდან 300 მოსწავლის გატაცებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ბოკო ჰარამი " აიღო.

ნიგერიაში "ბოკო ჰარამი“ 2009 წელს, დაჯგუფების ლიდერის, მუჰამედ იუსუფის დაღუპვის შემდეგ გააქტიურდა. ბოლო წლებში ექსტრემისტების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების მსხვერპლი 20 000 ადამიანი გახდა. "ბოკო ჰარამის" დაჯგუფება ძირითადად ნიგერიაში მოქმედებს, თუმცა, დროდადრო, თავდასხმებს მეზობელ სახელმწიფოებშიც, ნიგერსა და კამერუნშიც ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system