თავში

ნიგერში არჩევნების მეორე ტურის დროს ავტომობილი ააფეთქეს, არის მსხვერპლი

ნიგერში არჩევნების მეორე ტურის დროს ავტომობილი ააფეთქეს, არის მსხვერპლი
ნიგერში არჩევნების მეორე ტურის დროს ავტომობილი ააფეთქეს, არის მსხვერპლი

ნიგერის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დროს საარჩევნო კომისიის კუთვნილი ავტომობილი ააფეთქეს, რის შედეგადაც კომისიის 7 წევრი დაიღუპა.

ცნობილია, რომ შემთხვევა დასავლეთით მდებარე ტილაბერის რეგიონში მოხდა.

ტილაბერი ნიგერის, ბურკინა ფასოსა და მალის სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც, ბოლო დროს, "ალ-ქაიდასა" და "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფებები გააქტიურდნენ და მოსახლეობას ხშირად ესხმიან თავს.

შეგახსენებთ, კვირას ნიგერში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, მასში მონაწილეობა მმართველი პარტიის კანდიდატმა მუჰამედ ბაზუმმა და ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰამან ოსმანმა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system