თავში

ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა - განახლებულია

ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა
ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა - განახლებულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა.

ინფორმაციას სომხეთის მთავრობის მეთაურის პრესმდივანი მანე გევორქიანი ავრცელებს

-10:57-

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავა. ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.

სომხეთის პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეები 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე სტაბილურობის განმტკიცების შემდგომ ნაბიჯებს, რეგიონში ეკონომიკური კავშირების აღდგენას და მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

ასევე, გავრცელებული ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი სომხეთ-რუსეთის სამოკავშირეო ურთიერთობების დღის წესრიგსა და ინტეგრაციული ასოციაციების ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system