თავში

ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებით ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს

ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებით ოპოზიციური პარტიის ლ
ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებით ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი და ოპოზიციური პარტია "სამშობლოს" ლიდერი, არტურ ვანეციანი დააკავეს. ამის შესახებ ვანეციანის ადვოკატმა ლუსინე საჰაკიანმა განაცხადა.

პროკურატურა ვანეციანს იარაღის უკანონო შეძენაში, გაყიდვაში, ხელისუფლების უზურპაციის მომზადებაში და წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო, პოლიტიკური ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მომზადებაში ედავება.

ვანეციანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დევნას პოლიტიკური ხასიათი აქვს.

ერევანში უკვე რამდენიმე დღეა აქციები მიმდინარეობს. მომიტინგეები ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გამო, ქვეყნის პრემიერის გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system