თავში

ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი 5 ოქტომბერს გაიმართება

​ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი 5 ოქტომბერს გაიმართება
ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი 5 ოქტომბერს გაიმართება

2020 წლის 5 დეკემბერს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება. პოლიტიკოსსა და მის ადვოკატს კორუფციასა და საიდუმლო სასამართლო ინფორმაციის მოპოვების მიზნით ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ამჟამად ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს, რომელთა შორისა 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაც არის. გამოძიების ინფორმაციით, მან კამპანიის დროს დადგენილ ლიმიტს ორჯერ გადააჭარბა. ყოფილ პრეზიდენტს ჯარიმა და ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კიდევ ერთი ბრალდება 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ეხება. ამ შემთხვევაში სარკოზი ლიბიის ყოფილი ლიდერისგან, მუამარ კადაფისგან უკანონო დაფინანსების მიღებაშია ეჭვმიტანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system