თავში

"ნისანისა“ და "რენოს“ ყოფილ უფროსზე ძებნა გამოცხადდა

​"ნისანისა“ და "რენოს“ ყოფილ უფროსზე ძებნა გამოცხადდა
ნისანისა“ და რენოს“ ყოფილ უფროსზე ძებნა გამოცხადდა

ინტერპოლმა "ნისანისა“ და "რენოს“ ყოფილ უფროსზე საერთშორისო ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Independent ავრცელებს.

თურქეთის პოლიციამ კი კარლოს გონის იაპონიიდან გაქცევის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 7 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს. მედიის ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი, რომლითაც გონი იაპონიიდან ლიბანში გაემგზავრა სტამბოლში გაჩერდა. დაკავებულებს შორის 4 პილოტია, აეროპორტის 2 თანამშრომელი და ტვირთის გადაზიდვის კომპანიის მენეჯერი, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

პოლიცია დაკავებულებს იმას ედავება, რომ მათ ბორტზე გონის ყოფნის შესახებ არავის აცნობეს. 

ავტოკონცერნ „ნისანისა“ და „რენოს“ ყოფილი უფროსი, რომელსაც იაპონიაში ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ და ის ტოკიოში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, ლიბანში გაიქცა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system