თავში

ნიცაში თავდასხმა ტერორისტული აქტად შეფასდა - PHOTO

ნიცაში თავდასხმა ტერორისტული აქტად შეფასდა
ნიცაში თავდასხმა ტერორისტული აქტად შეფასდა - PHOTO

საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ნიცაში, ეკლესიის მახლობლად, დანით თავდასხმა მოხდა. 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. თავდამსხმელმა ერთ-ერთ მსხვერპლ ქალს თავი მოჰკვეთა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მომხდარს ნიცის მერმა კრისტიან ესტროზიმ ტერორისტული აქტი უწოდა. ესტროზის თქმით, ტერორისტმა იგივე მეთოდი გამოიყენა, რაც 18 წლის ტერორისტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ პარიზში, მასწავლებელს გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის თავი მოჰკვეთა. 

ესტროზის განცხადებით თავდამსხმელი დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება. მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა საგანგებო თათბირი მოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system