თავში

ნიუ-დელიში არეულობებს ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

​ნიუ-დელიში არეულობებს ერთი პოლიციელი ემსხვერპლა
ნიუ-დელიში არეულობებს ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

ნიუ დელიში საპროტესტო აქციებზე მომხდარ არეულობას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ერთი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია NDTV ავრცელებს.

არეულობები რამდენიმე რაიონში მოხდა. დემონსტრანტებმა ავტოგასამართ სადგურსა და რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. სამართალდამცავებმა ცრელმსადენი აირი გამოიყენეს.

ამჟამად მეტროს რამდენიმე სადგური დახურულია, ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. 

ინდოეთის დედაქალაქში უნივერსიტეტთან არეულობები უკვე ორ თვეზე მეტია გრძელდება.

დემონსტრანტები მოქალაქეობასთან დაკავშირებით კანონში იმ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, არამუსლიმ პირებს მეზობელი ქვეყნებიდან ინდოეთის მოქალაქეობის მიღება გაუადვილდებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system