თავში

ნიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე დიდ საპატიმროს დახურავენ

​ნიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე დიდ საპატიმროს დახურავენ
ნიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე დიდ საპატიმროს დახურავენ

ნიუ-იორკის ხელისუფლებამ გეგმა დაამტკიცა, რომელის რაიკერსის ციხის ლიკვიდაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

რაიკერსი სასჯელაღსრულების მსოფლიოში ყველაზე დიდი დაწესებულებაა. ის ისტ-რივერის სრუტეში მდებარეობს და 10 ათას პატიმარზეა გათვლილი.

გეგმის მიხედვით, ციხე 2026 წლისთვის დაიხურება. მის ნაცვლად 4 შედარებით მცირე ზომის საპატიმრო აშენდება, რისთვისაც თითქმის 9 მილიარდი დოლარის გამოყოფა იგეგმება.

სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულებები ნიუ-იორკის რაიონებში: ბრუკლინში, ქვინსში, ბრონქსა და მანჰეტენში განთავსდება.

მედიის ცნობით, რაიკერსის დახურვის მიზეზი საპატიმროში არსებული დარღვევები და თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილებისბოროტადგამოყენების ფაქტები გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system