თავში

ნიუ-იორკის გუბერნატორი სექსუალურ შევიწროებაში მეექვსედ დაადანაშაულეს

ნიუ-იორკის გუბერნატორი სექსუალურ შევიწროებაში მეექვსედ დაადანაშაულეს
ნიუ-იორკის გუბერნატორი სექსუალურ შევიწროებაში მეექვსედ დაადანაშაულეს

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა უკვე მეექვსედ დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.

ერთ-ერთმა ქალმა განაცხადა, რომ 2020 წელს კუომო სასახლეში შეხვედრის დროს მას უხამსად შეეხო. ამ განცხადებას მალევე მოჰყვა გუბერნატორის კომენტარი.

"როგორც გასულ კვირას ვთქვი, არასოდეს ჩამიდენია რაიმე კანონთან შეუსაბამო", - განაცხადა კუომომ.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ქალმა გუბერნატორის ადმინისტრაციაში ოფიციალური საჩივარი არ შეიტანა. მისი ბრალდებების შესახებ კუომოს ადვოკატმა სხვა თანამშრომლებისგან შეიტყო. ინფორმაცია გუბერნატორის აპარატმა ასევე გადასცა გენერალურ პროკურატურას, რომელიც კოორდინაციას უწევს გუბერნატორის წინააღმდეგ მრავალი სექსუალური შევიწროების ბრალდების გამოძიებას.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ყოფილმა მრჩეველმა, ლინდსი ბოილანმა მისი ყოფილი უფროსი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 27 თებერვალს კუომოს კიდევ ერთმა ყოფილმა მრჩეველმა იმავე ბრალდებაზე ისაუბრა. მალევე გამოჩნდნენ დანარჩენი ქალები, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system