თავში

ნიუ-იორკის გუბერნატორს ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

ნიუ-იორკის გუბერნატორს ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს ენდრიუ კუომოს სექსუალურ ძალადობაში, უკვე მესამე, ყოფილი თანამშრომელი ადანაშაულებს. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.

35 წლის ანა ლისამ გამოცემას განუცხადა, რომ 2013-დან 2015 წლამდე სახელმწიფო ადმინისტრაციაში მუშაობის დროს, გუბერნატორი მის მიმართ შეურაცხმყოფელი ხასიათის კომენტარებს აკეთებდა, ინტერესდებოდა მისი პირადი ცხოვრებით და ერთხელ მისი ნების საწინააღმდეგოდაც ჩაეხუტა. 

ნიუ-იორკის შტატის ადვოკატმა გუბერნატორ ენდრიუ კუომოს წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. 

ცნობისთვის, მანამდე  ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ორმა ყოფილმა თანაშემწემ დაადანაშაულა. თუმცა, გუბერნატორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი მრჩევლების სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება.

თავად კუომომ, ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი კოლეგებთან ურთიერთობა, შესაძლოა, არასწორად იყო აღქმული,

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system