თავში

ნიუ-იორკის გუბერნატორს სექსუალურ შევიწროვებაში ორი თანაშემწე ადანაშაულებს

ნიუ-იორკის გუბერნატორს სექსუალურ შევიწროვებაში =
ნიუ-იორკის გუბერნატორს სექსუალურ შევიწროვებაში ორი თანაშემწე ადანაშაულებს

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს სექსუალურ შევიწროვებაში კიდევ ერთი ყოფილი თანაშემწე ადანაშაულებს. 

შარლოტა ბენეტმა, რომელიც კუომოს ადმინისტრაციის აღმასრულებელი ასისტენტის მოვალეობას ნოემბრის თვემდე ასრულებდა, The New York Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუბერნატორის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გაზაფხულზე გახდა. 

ბენეტის განცხადებით, კუომო მას პირად ცხოვრებაზე უადგილო და შეურაცხმყოფელ შეკითხვებს უსვამდა. 

”მივხვდი, რომ გუბერნატორს ჩემთან დაწოლა სურდა, საშინლად უსიამოვნო შეგრძნება და შიში დამეუფლა", - აცხადებს გუბერნატორის ყოფილი ასისტენტი.  

მანამდე, ნიუ-იორკის გუბერნატორს სექსუალურ ძალადობაში ყოფილი თანაშემწე, ლინდსი ბოილანი ადანაშაულებდა, რომელიც აცხადებდა, რომ ენდრიუ კუომომ მისი სურვილის წინააღმდეგ, ტუჩებში აკოცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system