თავში

ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს ვაქცინაცია მეტროში ჩაუტარდებათ

ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს ვაქცინაცია მეტროში ჩაუტარდებათ
ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს ვაქცინაცია მეტროში ჩაუტარდებათ

ნიუ-იორკის 8 სხვადასხვა მეტროსადგურში დროებითი ვაქცინაციის პუნქტები გაიხსნა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურების მიზნით, ნიუ-იორკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობა პირდაპირ მეტროს სადგურებზე აცრას.

დროებითი ვაქცინაციის პუნქტები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მდებარე მეტრო სადგურებზე 12-დან 16 მაისამდე იქნება განთავსებული. 

ნიუ-იორკის მეტროებში კორონავირუსზე ვაქცინაცია Johnson & Johnson-ის ვაქცინით ჩატარდება. 

პირები, რომლებიც მეტროში აიცრებიან უფასო შვიდდღიან MetroCard-ს ან რკინიგზის სადგურის ორ უფასო სამგზავრო ბილეთს მიიღებენ.

ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაციომ განაცხადა, რომ მეტროში ვაქცინირებულებს ასევე ნიუ-იორკის აკვარიუმისა და ბრუკლინის ბოტანიკური ბაღის უფასო ბილეთებიც გადაეცემათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system