თავში

ნიუ-იორკის საკათედრო ტაძარში ჰოსპიტალი მოეწყობა

​ნიუ-იორკის საკათედრო ტაძარში ჰოსპიტალი მოეწყობა
ნიუ-იორკის საკათედრო ტაძარში ჰოსპიტალი მოეწყობა

ნიუ-იორკში, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი სასწრაფო დახმარების საავადმყოფოდ გადაიქცევა და იქ საველე ჰოწპიტალი მოეწყობა.

ჰოსპიტალი ავადმყოფების მისაღებად მზად მიმდინარე კვირის ბოლოს, ან მომავალი კვირის დასაწყისში იქნება.

ტაძარში 400 საწოლი უკვე დგას. იქ კიდევ დამატებით 9 სამედიცინო კარავი განთავსდება, სადაც 200 პაციენტის მიღება იქნება შესაძლებელი.

ტაძრის წინამძღვრის ეპისკოპოს კლიფტონ დანიელის განცხადებით, ეკლესიას, საუკუნეების მანძილზე, ესპანური გრიპის, შავი ჭირისა და სხვა დიდი განსაცდელის დროს, არა ერთხელ შეუსრულებია მსგავსი ფუნქცია, მაგრამ ეს მაინც ცოტა უჩვეულო ვითარებაა.

ნიუ-იორკი კორონვირუსის გავრცელების ეპიცენტრად რჩება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აქ Covid-19 -ით 131916 ადამიანი დაინფიცირდა და 4758 დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system