თავში

ნიუ-იორკის სახანძროს 51 თანამშრომელი COVID-19-ით დაინფიცირდა

ნიუ-იორკის სახანძროს 51 თანამშრომელი COVID-19-ით დაინფიცირდა
ნიუ-იორკის სახანძროს 51 თანამშრომელი COVID-19-ით დაინფიცირდა

აშშ-ში, ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის 51 წევრი ახალი ტიპის კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. სამშაბათის მდგომარეობით, COVID-19-ზე დადებითი პასუხი 51 თანამშრომელზე მივიღეთ, ამის შესახებ დეპარტამენტის სპიკერმა, ჯიმ ლონგმა განაცხადა.

ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის სპიკერის, ჯიმ ლონგის განცხადებით, ინფიცირებულთა შორის არიან მეხანძრეები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი.

ამ დრომდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ COVID-19-ით ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის 5 თანამშრომელი იყო ინფიცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system