თავში

ნიუ-იორკის სასამართლომ სავალდებულო COVID-ვაქცინაცია დაადასტურა

​ნიუ-იორკის სასამართლომ სავალდებულო COVID-ვაქცინაცია დაადასტურა
ნიუ-იორკის სასამართლომ სავალდებულო COVID-ვაქცინაცია დაადასტურა

ნიუ-იორკის სასამართლომ დაადგინა, რომ მუნიციპალური თანამშრომლებისთვის კორონავირუსის ვაქცინაციის სავალდებულო მოთხოვნა კანონთან შესაბამისობაშია. ინფორმაციას The Hill ავრცელებს.

ამრიგად, მოსამართლე ლისეტ კოლონმა ნიუ-იორკის პოლიციის პროფკავშირის სარჩელი კოროვირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შეუსაბამობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

ნიუ-იორკის მუნიციპალურ მუშაკთა უმეტესობამ ვაქცინის ერთი დოზა პარასკევს, 29 ოქტომბერს უნდა მიიღოს. სასჯელაღსრულების სისტემის ზოგიერთი მუშაკისთვის კი ეს ვადა 1 დეკემბრამდე გაგრძელდა. მუნიციპალური მუშაკები, რომლებიც ვაქცინაციის დამტკიცებას შეძლებენ, 500 აშშ დოლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ, ხოლო მათ ამას არ გააკეთებს, აცრამდე გაუშვებენ შვებულებაში, რომელიც არ ანაზღაურდება.

პოლიციის პროფკავშირის პრეზიდენტმა პეტ ლინჩმა აღნიშNა, რომ გადაწყვეტილება "ქალაქს რეალური კრიზისის წინაშე აყენებს" და "აუცილებლად გამოიწვევს პოლიციელების რაოდენობის შემცირებას, რომლებსაც შეუძლიათ, დაიცვან" ნიუ-იორკი.

ამასთან, პოლიციის კომისრის დერმოტ შის თქმით, ნიუ-იორკში პოლიციის თანამშრომლების 73%-მა ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა უკვე მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system