თავში

ნიუ-იორკის საცხოვრებელ სახლში ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

ნიუ-იორკის საცხოვრებელ სახლში ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს
ნიუ-იორკის საცხოვრებელ სახლში ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

ნიუ-იორკში, საცხოვრებელ კორპუსში 3 თვის ბავშვმა გონება მოულოდნელად დაკარგა. ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ჩვილს ტრავმის თვალსაჩინო ნიშნები არ აღენიშნებოდა და ისინი ვარაუდობენ,  რომ ჩვილს "ბავშვის შერყევის სინდრომი" აღენიშნება, რაც ბავშვზე ძალადობას გულისხმობს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 3 თვის ბავშვი უგონო მდგომარეობაში ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

პოლიციის განცხადებით, შემთხვევის დღეს ჩვილთან ბავშვის დედის მეგობარი იმყოფებოდა. ამ დრომდე უცნობია, დააკავეს თუ არა აღნიშნული პიროვნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system