თავში

ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 116 მუშაკი COVID-19-ს ემსხვერპლა

ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 116 მუშაკი COVID-19-ს ემსხვერპლა
ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 116 მუშაკი COVID-19-ს ემსხვერპლა

ნიუ–იორკში ახალი ტიპის კორონავირუსით საზოგადოებრივი ტრანსპორტის 116 მუშაკი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციასThe Wall Street Journal ავრცელებს. 

ქალაქის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის, პატრიკ ფოიერის განცხადები, ყოველდღიურად განყოფილების 18 ათას თანამშრომელს ტემპერატურას უმოწმებენ და მათ, ვისაც  37,7 გრადუზე მაღალი დემპერატურა დაუდასტურდებათ მუშაობის უფლება არ აქვთ. ფოიერის განცხადებით, ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ნიუ–იორკში შემოღებული მკაცრი შემზღუდველი ზომების ფარგლებში, მეტროში მგზავრების რაოდენობა ჩვეულებრივ დონესთან შედარებით  თითქმის 90%-ით შემცირდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1.3 მილიონს აჭარბებს. დაიღუპა 80 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ნიუ-იორკის შტატში დაახლოებით 26 ათასი პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system