თავში

ნიუ-იორკის შტატში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა

ნიუ-იორკის შტატში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა
ნიუ-იორკის შტატში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ როჩესტერში, სადაც საპროტესტო აქციები კვლავ მძვინვარებს, სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 14 კი დაშავდა. ამის შესახებ პოლიციის განყოფილების უფროსმა მარკ სიმონსმა განაცხადა. 

სამართალდამცავების განცხადებით, გადაკეტილია მთავარი ქუჩები და შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ათეული პოლიციელია მობილიზებული.

შეგახსენებთ, მაისის ბოლოდან აშშ-ში ანტირასისტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.საპროტესტო აქციები და არეულობები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დაკავებულია, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system