თავში

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

​ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მძვინვარე ძლიერი შტორმის გამო, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ძლიერი წვიმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოდის, დატბორილია გზები, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა იმატა.

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ წვიმა და ქარიშხალი მთელ რეგიონს ჰელოუინის წინა დღეს, 31 ოქტომბერს დაატყდება თავს.

შტორმის გაფრთხილება მთელ ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, დელავერიდან მეინის ცენტრამდე გამოცხადდა. ზოგიერთ რეგიონში ქარის სიჩქარე 95 კმ/სთ-ს აღწევდა.

წყალდიდობის მიუხედავად, ნიუ-იორკის სამგზავრო მატარებლები და მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ნიუ-ჯერსიში, ავტობუსებისა და სარკინიგზო სერვისების უმეტესობაც გამართულად ფუნქციონირებდა, მცირე შეფერხებების მიუხედავად. თუმცა, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის გუბერნატორებმა შტატებში საგანგებო მდგომარეობა მაინც გამოაცხადეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system