თავში

ნიუ-იორკში პოლიციასთან შეტაკებები და მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს

ნიუ-იორკში პოლიციასთან შეტაკებები და მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს
ნიუ-იორკში პოლიციასთან შეტაკებები და მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს

ნიუ-იორკის ცენტრში Black Lives Matter-ის აქტივისტებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის შეტაკებები დაიწყო.

აქტივისტები მარტინ ლუთერ კინგის ხსენების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, რომელიც შეერთებულ შტატებში, ყოველი იანვარის მესამე ორშაბათს აღინიშნება. აქციის დროს პოლიციასთან შეტაკებები დაიწყო.

მომიტინგეები ბრუკლინიდან მანჰეტენის ცენტრში შეიჭრნენ და მოძრაობას აფერხებენ. ცნობილია, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ თუ ისინი გზას არ გაათავისუფლებენ მათ დააკავებენ. მომიტინგეები კი პოლიციის წინააღმდეგ მიდიან და ამბობენ, რომ ეს მათი ქუჩებია და ისინი იქ დარჩებიან.

პოლიციის განცხადებით, აქციაზე, სულ მცირე, 25 ადამიანი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system