თავში

ნიუ-იორკში სამი ბავშვი უცნობი სინდრომით გარდაიცვალა

ნიუ-იორკში სამი ბავშვი უცნობი სინდრომით გარდაიცვალა
ნიუ-იორკში სამი ბავშვი უცნობი სინდრომით გარდაიცვალა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში ჯერჯერობით უცნობი სინდრომით მცირეწლოვანის გარდაცვალების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN იუწყება.

ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, რამდენიმე დღეა,  ბავშვებში მწვავე ანთებითი სინდრომი ვლინდება. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, აღნიშნული ანთებითი სინდრომი, სავარაუდოდ, კორონავირუსთან არის დაკავშირებული. ვინაიდან ბავშვებზე ჩატარებული ანალიზებით მათ ორგანიზმში COVID-19-ის ინფექციის ანტისხეულები გამოვლინდა. დაავადება, როგორც მედიკოსები ამბობენ, კავასაკის ვირუსს ჰგავს.

"ამჟამად, 73 შემთხვევაა, რომელსაც ჯანდაცვის დეპარტამენტი სწავლობს", - განაცხადა ენდრიუ კუომომ.

ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილები ძირითადად  6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. 

გუბერნატორის თქმით, როდესაც ბავშვები საავადმყოფოში მიიყვანეს, თავდაპირველად კორონავირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდათ, მათ კავასაკის დაავადების მსგავსი გართულებები ახასიათებდათ.

ნიუ-იორკში ბავშვებში უცნაური სიმპტომები კვირის დასაწყისში დაფიქსირდა. შესაძლოა, ეს ახალ კორონავირუსს უკაშირდებოდეს.

მანამდე ბრიტანელი ექიმები კორონავირუსით დაავადებულ ბავშვებში სხვადასხვა ანთებითი პროცესის განვითარების მოწმე გახდნენ. ვირუსის გართულებამ მოზარდებში კავასაკის დაავადების (ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის არტერიებს) მსგავსი ეფექტი გამოიწვია. კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა. კორონავირუსმა მრავლობითი ანთებით გართულება 8 ბავშვში გამოიწვია. შვიდი ბავშვი გადარჩა, ერთი კი ინსულტით გარდაიცვალა

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში იმატა შემთხვევებმა, როდესაც რეანიმაციებში ხვდებიან ბავშვები, რომლებსაც მულტისისტემური ანთებითი მდგომარეობა აღენიშნება, რაც მუცლის ტკივილს და გულთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. მათი აზრით, შესაძლოა, ეს COVID-19-ს უკავშირდებოდეს. 

1 მაისს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ორ ბავშვს იშვიათი ანთებითი სინდრომი დაუფიქსირდა, რომელიც, შესაძლოა, ახალი ტიპის კორონავირუსს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ დრეზდენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა, რაინხარდ ბერნერმა განაცხადა.

29 აპრილს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბავშვებში იშვიათი ანთებითი სინდრომი შეინიშნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს COVID-19-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system