თავში

ნიუ იორკში ცივი ომის დროინდელი КГБ-ის ნივთები აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს

ნიუ იორკში ცივი ომის დროინდელი КГБ-ის ნივთები აუქციონზე
ნიუ იორკში ცივი ომის დროინდელი КГБ-ის ნივთები აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს

აშშ-ში, ნიუ იორკში, ცივი ომის დროინდელი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის  (КГБ) ნივთების დიდი კოლექცია აუქციონზე გამოიტანეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იტყობინება.

კოლექცია ერთ-ერთი მუზეუმის მფლობელს, ჯულიუს ურბაიტს ეკუთვნის, რომელსაც პანდემიის გამო გალერეის დაკეტვა და კოლექციის გაყიდვა მოუწია. 

ექსპონატებს შორისაა, პომადა, რომელიც სინამდვილეში ცეცხლსასროლი იარაღია (1,2 ათასი დოლარი),  ჩანთა, რომელშიც დამალულია "ლეიკას" კამერა (3,5 ათასი დოლარი), მოსასმენი აპარატურა (500 დოლარი), ქოლგა - "შპრიცი", რომელსაც, როგორც ამბობენ, ბასრ ზედაპირზე მომაკვდინებელი შხამი რიცინი ესვა(3 ათასი დოლარი),  დაშიფვრის აპარატის საბჭოთა ვერსია (8-12 ათასი დოლარი) და სხვა.

ურბაიტი KGB-სთან დაკავშირებულ ნივთებს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აგროვებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system