თავში

ნიუ-ჯერსიში მომხდარ სროლაზე გამოძიება მიმდინარეობს

​ნიუ-ჯერსიში მომხდარ სროლაზე გამოძიება მიმდინარეობს
ნიუ-ჯერსიში მომხდარ სროლაზე გამოძიება მიმდინარეობს

პოლიცია აშშ-ს შტატ ნიუ-ჯერსიში მომხდარი სროლის დეტალებს სწავლობს. ინციდენტი ქალაქ ჯერსი-სიტიში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სროლა ჯერ სასაფლაოზე დაიწყო, შემდეგ კი ეჭვმიტანილები ახლოს მდებარე სუპერმარკეტში გამაგრდნენ. გავრცელებული ცნობებით, მოგვიანებით დაპირისპირებამ პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის, რომელიც ჯამში 2 საათამდე გრძელდებოდა, კიდევ ერთ ლოკაციაზე გადაინაცვლა.

ინციდენტის შედეგად გარდაცვლილთა შორის სამი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომლებიც ინციდენტის დროს მაღაზიაში იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად ასევე დაშავებულია ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

თავდასხმის მოტივები უცნობია, თუმცა ადგილობრივი მთავრობა ტერორიზმის ვერსიას გამორიცხავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system