
კორონავირუსის გამო, ნობელის ბანკეტი წელს აღარ გაიმართება. ღონისძიება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზატორების თქმით, პანდემიის გამო ისინი ყველაზე პრესტიჟული პრემიის ლაურეატებს შვედეთში აღარ დაპატიჟებენ.
"დაუშვებელია ამდენი ადამიანის სივიწროვეში, ერთმანეთთან გვერდიგვერდ შეგროვდეს. თანაც გაურკვეველია, შეძლებენ თუ ადამიანები შვედეთში ჩასვლას ისე, როგორც მათ სურთ", - განაცხადა ნობელის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარს ჰეიკენსტენმა.
ნობელის ლაურეატებს ოქტომბრის დასაწყისში გამოავლენენ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.