თავში

ნობელის პრემიის ფულადი ჯილდო მილიონ დოლარამდე გაიზარდა

​ნობელის პრემიის ფულადი ჯილდო მილიონ დოლარამდე გაიზარდა
ნობელის პრემიის ფულადი ჯილდო მილიონ დოლარამდე გაიზარდა

2020 წელს ნობელის პრემიების ფულადი ჯილდო გაიზრდება და 10 მილიონ შვედურ კრონას (1 მილიონ დოლარამდე) შეადგენს.

"ამ წელს ძალიან მნიშვნელოვანია დაფასება და მხარდაჭერა ლაურეატებისა, რომელთა მიღწევები ჩვენთვის შთაგონებაა და მომავლის იმედს გვისახავს", - განაცხადა ნობელი ფონდის ხელმძღვანელმა ლარს ჰეიკენსტენმა.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია 10 დეკემბერს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა პრემიის დამაარსებელი შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და მრეწველი ალფრედ ბ. ნობელი. ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის.

ამასთან, კორონავირუსის გამო, ნობელის ბანკეტი წელს აღარ გაიმართება. ღონისძიება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზატორების თქმით, პანდემიის გამო ისინი ყველაზე პრესტიჟული პრემიის ლაურეატებს შვედეთში აღარ დაპატიჟებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system