თავში

ნობელის პრემიის ლაურეატები ვირტუალურად დააჯილდოვეს

​ნობელის პრემიის ლაურეატები ვირტუალურად დააჯილდოვეს
ნობელის პრემიის ლაურეატები ვირტუალურად დააჯილდოვეს

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია დისტანციურ ფორმატში გაიმართა.

ჯერ კიდევ ივლისში ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გამო, ნობელის ბანკეტიც წელს აღარ გაიმართება. ღონისძიება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზატორების თქმით, პანდემიის გამო ისინი ყველაზე პრესტიჟული პრემიის ლაურეატებს შვედეთში აღარ დაპატიჟებენ.

2020 წლის ნობელის პრემიის ყველა გამარჯვებული ღონისძიებას სახლიდან ადევნებდა თვალს.

დაჯილდოვების ცერემონია თითქმის ცარიელ დარბაზში, მუსიკოსების თანხლებით ჩატარდა. მას პირდაპირ ეთერში შვედეთის ტელევიზია გადასცემდა.

2020 წელს ნობელის პრემიების ფულადი ჯილდო გაიზარდა და 10 მილიონ შვედური კრონა (1 მილიონ დოლარამდე) შეადგინა. 

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია 10 დეკემბერს იმართება. სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა პრემიის დამაარსებელი შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და მრეწველი ალფრედ ბ. ნობელი. ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system