თავში

NORAD - სანტა-კლაუსმა მსოფლიო 64-ე ტურნე დაასრულა

​NORAD - სანტა-კლაუსმა მსოფლიო 64-ე ტურნე დაასრულა
NORAD - სანტა-კლაუსმა მსოფლიო 64-ე ტურნე დაასრულა

სანტა-კლაუსმა 64-ე ტურნე დაასრულა

სატნა-კლაუსმა მსოფლიოს გარშემო მორიგი, 64 ტურნე დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანებული ხელმძღვანელობა (NORAD) ავრცელებს.

"სანტა სახლში, ჩრდილოეთ პოლუსზე დაბრუნდა! შევხვდებით მომავალ წელს", - განაცხადეს უწყებაში.

NORAD-ს ინფორმაციით, სანტამ წელს 7 574 576 003 საჩუქარი დაარიგა.  

სანტა-კლაუსმა დედამიწის გარშემო ყოველწლიური მოგზაურობა 24 დეკემბერს დაიწყო.

პროექტი „NORAD-ი სანტას თვალს ადევნებს“ 1995 წელს დაიწყო, როდესაც კოლორადოს შტატის ერთ-ერთმა დიდმა სავაჭრო ცენტრმა რეკლამა განათავსა, რომელშიც ბავშვებს მოუწოდა სანტა კლაუსისთვის დაერეკათ. თუმცა ტელეფონის ნომერი შეცდომით დაწერეს და სანტას ნაცვლად ბავშვები სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანებული ხელმძღვანელობას ურეკავდნენ. ამის შემდეგ, ყოველწლიურად საშობაოდ კოლორადოს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა სანტა კლაუსის მოგზაურობის მონიტორინგის ცენტრი ხდება.

NORAD-ი სანტას მოგზაურობისთვის კონტროლის 4 სისტემას იყენებს: თანამგზავრებს, რადარებს, სამხედრო გამანადგურებლებს და სპეციალურ „სანტა კამერებს“, რომლისგანაც ვიდეოს ნახვა YouTube-ზეა შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system