თავში

Nord Stream 2-ის ოპერატორს მშენებლობის დასრულება შემოდგომაზე სურს

​Nord Stream 2-ის ოპერატორს მშენებლობის დასრულება შემოდგომაზე სურს
Nord Stream 2-ის ოპერატორს მშენებლობის დასრულება შემოდგომაზე სურს

Nord Stream 2 AG-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გაზსადენის მშენებლობის დასრულებას შემოგდომამდე გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.

კომპანიის ხელმძღვანელის, მატიას ვარნიგის თქმით, გაზსადენი რუსეთიდან გერმანიამდე აგვისტოს ბოლოს იქნება დასრულებული.

"მიზანი წელს მილსადენის ექსპლუატაციაში ჩაბარებაა", - განაცხადა მან.

ვარნიგმა დასძინა, რომ მოლსადენი Nord Stream 2 უკვე 98%-ით დასრულებულია.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს ამ მილსადენით წყალბადის ტრანსპორტირების შესაძლებლობის შესწავლა

"საკმაოდ რეალისტურია, რომ არაუგვიანეს ათი წლისა, ჩვენ წყალბადის ტრანსპორტირებას შევძლებთ”, - აღნიშნავს ვარნიგი.

ცნობისათვის, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მილსადენის დაახლოებით 95% უკვე აშენებულია და მშენებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის დასრულდება. "ჩრდილოეთის ნაკადი 2" შენდება რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რამაც რუსეთიდან ევროპაში რუსული გაზის პირდაპირი გზით ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტს წინააღმდეგი არიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system