თავში

Nord Stream AG-ის განცხადებით, "ჩრდილოეთ ნაკადი 2" 99%-ით მზადაა

Nord Stream AG-ის განცხადებით, "ჩრდილოეთ ნაკადი 2" 99%-ით მზადაა
Nord Stream AG-ის განცხადებით, ჩრდილოეთ ნაკადი 2 99%-ით მზადაა

კომპანია Nord Stream AG აცხადებს, რომ გაზსაზენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" მშენებლობა თითქმის დასრულებულია. მისი თქმით, ხომალდმა "აკადემიკოსი ჩერსკი" მუშაობა დაასრულა.

"ამრიგად, ამ დროისთვის, გაზსადენი 99 პროცენტით დასრულებულია", - აღნიშნულია კომპანიის პრესრელიზში.

ამასთან, ბორანი "ფორტუნა" პროექტის დასკვნით ეტაპზე ჯერჯერობით მუშაობას აგრძელებს. 

ცნობისთვის, აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ გერმანიასთან გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკად 2-თან" დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. მისი მიზანი რუსეთის მიერ გაზსადენის ევროპის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების შესაძლებლობის აღკვეთაა.

"ჩრდილოეთის ნაკადი 2" შენდება რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რამაც რუსეთიდან ევროპაში რუსული გაზის პირდაპირი გზით ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტს წინააღმდეგი არიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system