თავში

ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლოს დავუბრუნდებით - ბილ გეითსი

ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლოს დავუბრუნდებით - ბილ გეითსი
ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლოს დავუბრუნდებით - ბილ გეითსი

Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი და ფილანთროპი ბილ გეითსის განცხადებით, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Sky News-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის დასაწყისში კორონავირუსით ინფიცირების დონე საგრძნობლად შემცირდება. მისი თქმით ზაფხულისთვის  განვითარებული ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს სხვა, დაბალი შემოსავლის ქვეყნებსაც გაუნაწილებენ.

ბილ გეითსი ასევე ამტკიცებს, რომ მომავალი პანდემიისთვის მზადება ახლა  მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემის "მთავარი პრიორიტეტია".

ცნობისთვის, მანამდე ბიზნესმენი აცხადებდა, რომ კორონავირუსის ახალი შტამების თავიდან აცილება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, მისი გადაცემის შემცირებით არის შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system