თავში

"ნორმანდიული ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრა გამართავენ

​"ნორმანდიული ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრა გამართავენ
ნორმანდიული ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრა გამართავენ

"ნორმანდიული ოთხეული" (საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა და რუსეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რის შედეგადაც, უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მინსკის შეთანხმებების განხორციელების საკითხზე ესაუბრნენ, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინთან გამართეს სატელეფონო საუბარი და სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევისკენ მოუწო

გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system