თავში

ნორვეგია ყველა საკარანტინო შეზღუდვას აუქმებს

​ნორვეგია ყველა საკარანტინო შეზღუდვას აუქმებს
ნორვეგია ყველა საკარანტინო შეზღუდვას აუქმებს

ნორვეგიის ხელისუფლება შაბათიდან ყველა საკარანტინო წესსა და შეზღუდვებს აუქმებს, რომლებიც ქვეყანაში პანდემიის დროს მოქმედებდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა, რომ სოციალური დისტანცია აღარ იქნება საჭირო, ღამის კლუბები გაიხსნება, რესტორნები მუშაობას დაუბრუნდება.

”უკვე 561 დღეა რაც მშვიდობის დროს ნორვეგიაში უმკაცრესი ზომები შემოვიღეთ... ახლა დროა, ჩვეულ ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ”, - განაცხადა მან.

ეს ნაბიჯი არის ოთხ ეტაპისგან შემდგარი გეგმის ნაწილია, რომელიც 2020 წელს, პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს. ბოლო ნაბიჯი ინფიცირების მაჩვენებლის გამო რამდენჯერმე გადაიდო.

”მოკლედ, აწი ჩვენ შეგვიძლია, ჩვეულებრივად ვიცხოვროთ”, - განაცხადა სოლბერგმა.

შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში ნორვეგია საზღვრის გახსნასაც იწყებს.

ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მოსახლეობის 76%-ს აქვს მიღებული, 67% კი სრულად არის აცრილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system