
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 40 ეკოაქტივისტი დააკავეს, რომლებიც ნავთობის მოპოვებას აპროტესტებდნენ.
ქვეყანა დიდი ხანია ეკოაქტივისტთა მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა. თუმცა პროტესტის მიზეზი ამჯერად კომპანია "Wintershall DEA"გახდა, რომელიც აქტიურია ნორვეგიის კონტინენტზე. მან გამოაცხადა, რომ იგი იჯარით იღებდა ბურღის დანადგარს ნორვეგიული კომპანია" Odfjell Drilling-სგან" ნორვეგიის ზღვაში მეტი ნავთობის მოსაპოვებლად.
Members of @extinctionr_no outside of the Norwegian government department of oil and energy today: https://t.co/2jmGk0SmTW pic.twitter.com/Vm5vZTL09c
— Ketan Joshi (@KetanJ0) September 21, 2020
"მე მსურს ჩემი გაშიშვლებით ვაჩვენო კაცობრიობის დაუცველობა. ჩვენ დაუცველები ვართ კლიმატის კრიზისის წინაშე", - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
"საკმარისია. მთავრობამ უნდა შეაჩეროს ნავთობის ინდუსტრია. ჩვენ გავაგრძელებთ არეულობებს მანამ, სანამ ნავთობპროდუქტების ინდუსტრია არ შეჩერდება", - ამბობს მეორე აქციის მონაწილე.
@ExtinctionR_NO pic.twitter.com/AS8lBtGsI9
— Marion Grau (@grammary6) September 21, 2020
ნორვეგიაში ეკოაქტივისტებსა და წიაღისეული საწვავის ინდუსტრიას შორის დაპირისპირება დიდი ხანია მწვავედ მიმდინარეობს. თუმცა, ნავთობი და გაზი ნორვეგიის ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია.
აქტივისტების მოწოდებაზე, რომ ქვეყანაში შეჩერდეს ნავთობპროდუქტის მოძიება, ნორვეგიას ღირებული არგუმენტი აქვს. ის ამბობს, რომ ნავთობის გარეშე ქვეყნის ეკონომიკა ვერ შეძლებს საკუთარი მოქალაქეებისთვის კარგი მომავალის შექმნას.
ქვეყნის მმართველი კონსერვატიული პარტიის დეპუტატმა მომიტინგეებს "გაფუჭებული ბრბო" უწოდა. მისი თქმით, ისინი კლიმატს უფრო მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე მისთვის სარგებელს მოაქვთ.
Vår nakne kropp representerer menneskers sårbarhet i møte med klimakrisen.
— Extinction Rebellion Norway (@ExtinctionR_NO) September 21, 2020
Vi satt foran Olje og Energidepartementet og krevde at Norge stanser leting etter olje og begynner en Grønn omstart.#OsloOpprør2020 #ExtinctionRebellion #Oslo pic.twitter.com/W8mkJYt4GS
თეკო გიორგაძე
ავტორი