თავში

ნორვეგიაში შეზღუდვების შემსუბუქება გადადეს

​ნორვეგიაში შეზღუდვების შემსუბუქება გადადეს
ნორვეგიაში შეზღუდვების შემსუბუქება გადადეს

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სულბერგმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაიდო. მიზეზი COVID-19-ის "დელტა" შტამის გავრცელებაა, რომელიც ქვეყანაში ცირკულირებს. ინფორმაციას Norway Today ავრცელებს.

შემსუბუქება უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში გაკვეთილების არადისტანციურ რეჟიმში აღდგენას, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების გამართვაზე აკრძალვის მოხსნას და რესტორნებში მომხმარებლების ადგილზე მომსახურებას ითვალისწინებდა. ნორვეგიის ჯანდაცვის სამმართველოს რეკომენდაციით, ხელისუფლება შეზღუდვებს დროებით არ მოხსნის.

"შემდეგ ეტაპზე გადასვლა, შესაძლოა, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში მოხდეს", - განაცხადა სულბერგმა.

მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ "დელტა" კორონავირუსის მორიგ ტალღას გამოიწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system