თავში

ნორვეგიაში ვიკინგების ეპოქის დასახლება აღმოაჩინეს

​ნორვეგიაში ვიკინგების ეპოქის დასახლება აღმოაჩინეს
ნორვეგიაში ვიკინგების ეპოქის დასახლება აღმოაჩინეს

ნორვეგიაში, ლენდბრენის უღელტეხილის რაიონში არქეოლოგებმა აქამდე უცნობი, დანგრეული დასახლება აღმოაჩინეს, რომელიც 21 საცხოვრებლისგან შედგება. ისინი 750-1150 წლებით თარიღდება, ანუ ვიკინგების ეპოქას მიეკუთვნება. ინფორმაციას ამის შესახებ Secrets of the Ice ავრცელებს.

ამასთან, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ციგის ნარჩენები, მკვდარი ცხოველები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა არტეფაქტები რომლებიც ყინულისა და თოვლის ქვეშ იმალებოდა. აღმოჩენა მოწმობს, რომ აქ მნიშვნელოვანი დერეფანი მდებარეობდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა და ვაჭრები იყენებდნენ.

არქეოლოგები უღელტეხილზე ზაფხულში დაბრუნდებიან და კვლევას განაგრძობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system