თავში

ნორვეგიაში ვიკინგების პერიოდის გემი აღმოაჩინეს

​ნორვეგიაში ვიკინგების პერიოდის გემი აღმოაჩინეს
ნორვეგიაში ვიკინგების პერიოდის გემი აღმოაჩინეს

ნორვეგიელმა მკვლევარებმა მერე-ოგ-რუმსდალის გუბერნიაში, გეორადარის მეშვეობით, გემი აღმოაჩინეს, რომლის ასაკი შესაძლოა 1000 წელს და მეტს აღწევდეს. მეცნიერების თქმით, ის ვიკინგების ეპოქას განეკუთვნება.

"ამ აღმოჩენას ჩვენთვის ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს", - აცხადებს ნორვეგიის კლიმატისა და ეკოლოგიის მინისტრი ულა ელვესტუენი.

ხომალდი კუნძულ ედოის ტერიტორიაზე, კარტოგრაფიული სამუშაოების დროს იპოვეს. მკვლევარების აზრით, ეს აღმოჩენა ისტორიაში ამ ადგილის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

არქეოლოგები გემის ასაკის დაზუსტებაზე მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ გეორადარის მეშვეობით კიდევ უფრო მეტ აღმოჩენას გააკეთებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system