თავში

ნოტრ-დამის რესტავრაცია 2024 წლისთვის დასრულდება

​ნოტრ-დამის რესტავრაცია 2024 წლისთვის დასრულდება
ნოტრ-დამის რესტავრაცია 2024 წლისთვის დასრულდება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია, რომელიც 2019 წლის აპრილში მასშტაბური ხანძრის შედეგად სერიოზულად დაზიანდა, გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2024 წელს დასრულდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით " 2024 წლისთვის ყველა ვალდებულება შესრულებული იქნება". ინფორმაციას Daijiworld ავრცელებს. 

2024 წელს საფრანგეთის დედაქალაქმა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებსაც უნდა უმასპინძლოს.

ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები კორონაპანდემიის გამო გასული წლის მარტში შეჩერდა, თუმცა რესტავრაცია აპრილში ისევ განახლდა.

ნოტრ-დამის ტაძარში უდიდესი ხანძარი 2019 წლის 15 აპრილს გაჩნდა. ტაძრის სამრეკლო მთლიანად ჩამოინგრა, დამხმარე ნაგებობას ცეცხლი მოეკიდა. გადარჩა ნოტრ-დამის სტრუქტურა და ტაძარში შენახული ხელოვნების ძირითადი ნიმუშები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system