თავში

პირველად ხანძრის შემდეგ, ნოტრ-დამის ტაძარში საშობაო კონცერტი გაიმართა

პირველად ხანძრის შემდეგ, ნოტრ-დამის ტაძარში საშობაო კონცერტი გაიმართა
პირველად ხანძრის შემდეგ, ნოტრ-დამის ტაძარში საშობაო კონცერტი გაიმართა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში კლასიკური მუსიკის ჰანგები გაისმა.

პირველად, ხანძრის შემდეგ, რომელმაც თითქმის გაანადგურა ტაძარი, საშობაო კონცერტი გაიმართა. საფრანგეთში ეს ყოველწლიური ტრადიცია არც წელს დაირღვა, თუმცა გარკვეული ცვლილებები მაინც იქნა შეტანილი.

იმის გამო, რომ ტაძარი ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია, გუნდის მომღერლებს დამცავი ჩაფხუტები ეხურათ. ამასთან, კონცერტს არც მსმენელები ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ კონცერტი თვის დასაწყისში გადაიღეს. გუშინ კი, შუა ღამეს, ფრანგულმა ტელეარხებმა პირდაპირ ეთერში გაუშვეს. 

გუნდის მომღერლებმა მოცარტის, შუბერტის, ბახის და სხვა კლასიკოსების კომპოზიციები შეასრულეს. 

ნოტრ-დამის ტაძარში უდიდესი ხანძარი 2019 წლის 15 აპრილს გაჩნდა. ტაძრის სამრეკლო მთლიანად ჩამოინგრა, დამხმარე ნაგებობას ცეცხლი მოეკიდა. მეხანძრეების თქმით, გადარჩა ნოტრ-დამის სტრუქტურა და ტაძარში შენახული ხელოვნების ძირითადი ნამუშევრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system