თავში

ნუდისტი მამაკაცი პარკში ტახს ლეპტოპის წასართმევად გამოეკიდა - PHOTO

ნუდისტი მამაკაცი პარკში ტახს ლეპტოპის წასართმევად გამოეკიდა
ნუდისტი მამაკაცი პარკში ტახს ლეპტოპის წასართმევად გამოეკიდა - PHOTO

ნუდისტი მამაკაცი ბერლინის პარკში ისვენებდა, როდესაც პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ლეპტოპი მოულოდნელად გამოჩენილმა ტახმა მოიტაცა და გაიქცა. ტახი ორ გოჭთან ერთად იყო. შიშველი მამაკაცი საკუთარი ლეპტოპის დასაბრუნებლად ცხოველებს დაედევნა. შექმნილი კომიკური სურათი პარკში მყოფმა მსახიობმა და ქოუჩმა ადელ ლანდაუერმა დააფიქსირა. სახალისო ისტორიას BBC ავრცელებს.

" ბუნების პასუხი" ასე დაასათაურა შექმნილი სიტუაცია ლანდაუერმა, რომლის ამსახველი ფოტოები პრეისტორიით სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა.

" გადაღების შემდეგ ფოტოები ვაჩვენე მამაკაცს, მან ხმამაღლა გაიცინა და მათი გამოქვეყნების ნება მომცა", - დაწერა ლანდაუერმა

გერმანიაში ზაფხულობით პარკებში შიშველი დასვენება მიღებული ტრადიციაა. გერმანელები მას "თავისუფალი სხეულის ტრადიციას" უწოდებენ, რითაც ისინი ბუნებასთან დაბრუნებას ცდილობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system