თავში

NYT აშშ-ის წინააღმდეგ  რუსეთის შეთქმულების ახალ დეტალებს აქვეყნებს

NYT აშშ-ის წინააღმდეგ  რუსეთის შეთქმულების ახალ დეტალებს აქვეყნებს
NYT აშშ-ის წინააღმდეგ  რუსეთის შეთქმულების ახალ დეტალებს აქვეყნებს

გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებას ხელში ჩაუვარდა მონაცემები რუსული დაზვერვის კონტროლირებადი ანგარიშებიდან "თალიბების" საბანკო ანგარიშებზე ფულადი გადარიცხვის თაობაზე. გამოცემის ინფორმაციით, ტრანსფერების ნამდვილობას რადიკალების დაკითხვის ოქმის დეტალები ადასტურებს. NYT ასევე წერს, რომ ერთ-ერთი ავღანელი ჩინოვნიკის სახლიდან 500 000 დოლარი ამოიღეს.

მანამდე ამერიკულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლის სადაზვერვო სამსახურებმა, "თალიბებთან" დაკავშირებულ შეიარაღებულ პირებს, ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმისა და მათი მკვლელობისთვის ჯილდო შესთავაზეს. NYT წერდა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებული იყო ამის შესახებ.

NYT-ის შემდეგ 29 ივნისს Washington Post-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთისა და შეიარაღებული დაჯგუფების შეთანხმების საფუძველზე ავღანეთში რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოკლეს. გამოცემის ინფორმაციით, მათმა წყარომ ეს ინფორმაცია აშშ-ის სამხედროებზე დაყრდნობით მიიღო, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ავღანეთში დატყვევებული ტერორისტების დაკითხვებით იყვნენ დაკავებულნი.

ინფორმაცია არ დაადასტურა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მას NYT-ის მხრიდან რესპუბლიკელების რეპუტაციის შელახვის მცდელობა უწოდა.

"თალიბანმა" უარყო ბრალდება ავღანეთში აშშ-ის მებრძოლებზე თავდასხმების სანაცვლოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვისგან ფულის მიღების თაობაზე.

ბრალდებები უარყო რუსეთმაც. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მას სიცრუე უწოდა.

ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, NYT-ის პუბლიკაციის შემდეგ, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებენ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system