თავში

NYT: კაცობრიობის ნახევარი იზოლირებულია

​NYT: კაცობრიობის ნახევარი იზოლირებულია
NYT: კაცობრიობის ნახევარი იზოლირებულია

კორონავირუსის პანდემიის გამო, თითქმის 4 მილიარდი ადამიანი, რაც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარია, ამჟამად კარანტინშია, ან თვითიზოლაციაში. ამის შესახებ The New York Times წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების პარალელურად, სულ უფრო მეტი სახელმწიფო ამკაცრებს საკარანტინო ზომებს, რომელიც COVID-19-თან ბრძოლისკენაა მიმართული. იხურება საზღვრები, წესდება აკრძალვები სეირნობებსა და პარკებში ვიზიტებზე.

NYT ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სახლში დარჩენის ბრძანება თითქმის 4 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,083,084-ს აღწევს, ხოლო ინფექციამ 58,243 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system