თავში

NYT: ტრამპს ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმა სურდა

​NYT: ტრამპს ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმა სურდა
NYT: ტრამპს ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმა სურდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ადმინისტრაციასთან ირანში ურანის გამდიდრების ქარხანაზე დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა. ამის შესახებ The New York Times წერს.

გამოცემის წყაროების ცნობით, შეხვედრა, რომელზეც იერიში განიხილებოდა, თეთრ სახლში 12 ნოემბერს გაიმართა მას შემდეგ, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა განაცხადეს, რომ ირანი ნათანზის ობიექტზე ურანის მარაგებს აქტიურად ზრდის.

NYT წერს, რომ ტრამპი ავიაიერიშის ან კიბერიერიშიც შესაძლებლობას განიხილავდა, თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, სახელმწიფო მდივანმა კრისტოფერ მილერმა მას გადააფიქრებინეს.

პრეზიდენტის მრჩევლებმა განაცხადეს, რომ ასეთი ქმედებები ახლო აღმოსავლეთში მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტს გამოიწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system