თავში

ხანძარი კალიფორნიაში - ნახევარ მილიონ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხანძარი კალიფორნიაში - ნახევარ მილიონ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ხანძარი კალიფორნიაში - ნახევარ მილიონ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრის გამო ნახევარ მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ცეცხლმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა. მაშველებმა მოსახლეობის ნაწილი საშიში ზონიდან გაიყვანეს.

კალიფორნიის შტატის ტყეების ხანძრისგან დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში გაჩენილმა ხანძარმა 40 კვადრატული კმ. ფართობი მოიცვა.

მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას 24 საათიან რეჟიმში ცდილობენ, რასაც ძლიერი ქარი მნიშვნელოვნად აფერხებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system