თავში

Off-White- მა ლუვრში ლეონარდო და ვინჩის გამოფენის პატივსაცემად კოლექცია შექმნა - PHOTO

​Off-White- მა ლუვრში ლეონარდო და ვინჩის გამოფენის პატივსაცემად კოლექც
Off-White- მა ლუვრში ლეონარდო და ვინჩის გამოფენის პატივსაცემად კოლექცია შექმნა  - PHOTO

LouisVuitton-ის მამაკაცთა ხაზის კრეატიულმა დირექტორმა, ვირჯილ აბლომ, საკუთარი ბრენდის Off-White-ის ახალი კოლექცია წარმოადგინა, რომელიც პარიზის ლუვრთან თანამშრომლობით შეიქმნა. დიზაინერმა და მუზეუმმა, მათი თანამშრომლობის პრეზენტაცია ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების გამოფენას დაამთხვიეს. ის 24 ოქტომბერს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება.

კოლექციის მაისურებისა და ქუდების დიზაინში აბლომ გამიყნენა ფრაგმენტები და-ვინჩის ორი ნამუშევრიდან - "მადონა კლდეებში“ და „წმინდა ანა მადონასთან და ახალშობილ ქრისტესთან ერთად".

”ვიმედოვნებ, რომ ამ კოლექციით, ხალხს ვაიძულებ გახსნან თავიანთი ლეპტოპები და მოიძიონ ინფორმაცია, რათა მეტი გაიგონ იმის შესახებ თუ, რას ატარებენ ისინი და რას უყურებენ. მე მსურს, ხალხმა შეძლოს იმის გაგება, რას ხედავენ, რომ ეს სამყარო მათთვის გაიხსნას ”, - თქვა ვირჯილმა Vogue– სთან ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system