თავში

ოფიციალური მოსკოვი NATO-ს აფრთხილებს

​ოფიციალური მოსკოვი NATO-ს აფრთხილებს
ოფიციალური მოსკოვი NATO-ს აფრთხილებს

NATO-ში უკრაინის გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

რუდენკოს თქმით, რუსეთი უკრაინასა და ალიანსს შორის მოლაპარაკებებში არ ჩაერევა, თუმცა ნებისმიერ ნაბიჯს შედეგები მოჰყვება.

"ვინაიდან ეს NATO-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებია, მათი გადასაწყვეტია, რა და როდის მოხდება, თუმცა ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ. NATO-მ იცის, რა პოზიცია გვაქვს უკრაინის საკითხზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, უკრაინაში ვიზიტის დროს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system