
მაიამიში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი 99-ს შეადგენს. ამის შესახებ СNN წერს.
მაშველებმა 12 სართულიანი შენობის ნანგრევებიდან 35 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომელთაგან ათს სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა, ხოლო ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უბედური შემთხვევა 88-ე ქუჩის გადაკვეთაზე და კოლინზ ავენიუს სანაპიროსთან მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველოები მუშაობენ.